ესპანეთის ლა ლიგაში "ვალენსიამ" მოუგებელი სერია შეწყვიტა და მე-18 ტურში სტუმრად „რაიო ვალეკანო“ 1:0 დაამარცხა, რითაც 2023 წელი მოგებით დაასრულა.
რუბენ ბარახას გუნდს სერხი კანოსმა მოაგებინა, რომელმაც 61-ე წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა და „ღამურებმა“ გაიმარჯვეს.
გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა, თუმცა, ბევრი საქმეც არ ჰქონია, რადგან ერთადერთი სეივი მიითვალა, როცა მე-11 წუთზე ვიზავის პირისპირ აჯობა. ქართველ მეკარეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 22 გოლი აქვს გაშვებული, ექვსჯერ კი კარი მშრალად შეინახა.
„ვალენსია“ 23 ქულით მეათე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 იანვარს, „ვილიარეალს“ უმასპინძლებს.