კალათბურთი

23:20 | 19.12.2023 | ნანახია 252 - ჯერ

გიორგი შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „შოლესთან“ გასვლით შეხვედრაში 91:85 მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ იყო, თუმცა 18 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 11 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 14-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფემ“ 4 მოგებით და 2 წაგებით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114181