მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ დაადასტურა, რომ ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.
როგორც მან თქვა, 100%-ით მზად არ იქნება, სხვა შემთხვევაში კი ევრო 2024-ზე თამაშს არ გეგმავს.
„ტრავმის გამო მომდევნო ევროპის ჩემპიონატზე ვერ ვითამაშებ. 100%-ით მზად ვერ ვიქნები, მიუხედავად იმისა, რომ თუ ყველაფერი კარგად წავა, შეიძლება მაისში მოედანზე გავიდე. 80%-იანი მზადყოფნით თამაშს კი არ ვაპირებ, როდესაც ამდენი კარგი მეკარე გვყავს.
ნაკრებიდან წასვლა? არა, ამას არ ვაპირებ. მიყვარს ბელგიის ნაკრები და ალბათ, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშია უკეთესი, ვიდრე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია“, - თქვა კურტუამ.
შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუამ აგვისტოში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც მიმდინარე სეზონში არ უთამაშია.