ფეხბურთი

22:04 | 19.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიულერმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ტომას მიულერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ინფორმაცია „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

გერმანელი ნახევარმცველი „ბაიერნში“ 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება. „ბედნიერი ვარ, რომ „ბაიერნში“ ჩემი თავგადასავალი გაგრძელდება. მინდა გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანო, ჩემთვის მნიშვნელოვანია გუნდის გაძღოლა სწორი მიმართულებისკენ. მინდა, ფანები გოლებით და საგოლე პასებით გავახარო და იმედი მაქვს, ბევრ ტიტულს კიდევ მოვიგებ“, - თქვა მიულერმა.

ტომას მიულერს „ბაიერნის“ მაისურით 684 მატჩი აქვს ჩატარებული, თავის გამოჩენა კი 237 გოლით და 261 საგოლე პასით მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120272