სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

19:55 | 19.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "მაძარი დაცვითი ფეხბურთის მიმდევარია, "ნაპოლი" კი, იტალიის ჩემპიონია"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „ნაპოლისთან“ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ვალტერ მაძარი უფრო დაცვითი ფეხბურთის მიმდევარია, ვიდრე ლუჩანო სპალეტი, „ბარსელონას“ მიზანი კი, მეოთხედფინალში გასვლაა.

"ჩვენ ყოველთვის გვსურს გუნდის გაძლიერება და უნდა ვიპოვოთ ის ფიგურები, რომლებიც გვაკლია. გავის ტრავმის შემდეგ, მისი მახასიათებლების მქონე ფეხბურთელი გვჭირდება, მაგრამ ეს რთულია. ლაპორტასთან და დეკუსთან ერთად ვმუშაობ გუნდის გასაძლიერებლად.

„ნაპოლი“ იტალიის მოქმედი ჩემპიონია. ნეაპოლელებს მარადონას დროიდან არ ჰქონდათ ტიტული მოგებული. ისინი ჩვენს მსგავს სიტუაციაში არიან, მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი მწვრთნელი აღარ არის და ახლა იქ მაძარია, რომელიც უფრო დაცვითი ფეხბურთის მიმდევარია. მანამდე ორი თვეა, მაგრამ რა თქმა უნდა, მეოთხედფინალში გასვლაზე ვფიქრობთ“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ პირველ მატჩს შინ 21 თებერვალს ჩაატარებს, საპასუხოს კი სტუმრად 12 მარტს.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 2019-2020 წლების სეზონშიც შეხვდნენ, სადაც "ბარსელონამ" მოიგო ორი მატჩის ჯამში - შინ 3:1 და სტუმრად 1:1; ხოლო 2021-2022 წლების სეზონში ევროპა ლიგის 1/16-ფინალში "კამპ ნოუზე" მატჩი 1:1 დასრულდა, ნეაპოლში კი ესპანელებმა 4:2 გაიმარჯვეს და ისევ დაძლიეს "ნაპოლის" ბარიერი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11707