ფეხბურთი

19:23 | 19.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ვინც კვარაცხელიას ნიჭს ეჭვქვეშ აყენებს, ფეხბურთი არ უყვარს"

იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო ბუჩანტინიმ განაცხადა, რომ ვინც ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭს ეჭვქვეშ აყენებს, მას ფეხბურთი არ უყვარს.

„კვარა ყველაზე მეტად შეისწავლეს, ასეთი ფეხბურთელები არასდროს ნებდებიან. ვინც კვარაცხელიას ნიჭს საეჭვოდ განიხილავს, ფეხბურთი არ უყვარს“, - თქვა Sky Sport-ის რეპორტიორმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა, ოთხჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.177177