სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:54 | 19.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლიმ“ შესაძლოა „ბარსელონას“ კუთვნილი მცველი შეიძინოს

იტალიური „ნაპოლი“ კვლავ განიხილავს ფრანგი მცველის კლემან ლანგლეს შეძენის საკითხს, რომელიც „ასტონ ვილაში“ თამაშობს - გვამცნობს Sport.

ლანგლეს მომსახურებით „ნაპოლი“ ჯერ კიდევ ზაფხულში იყო დაინტერესებული. თუმცა, მაშინ იტალიურმა კლუბმა ფრანგის დაქირავება ვერ შეძლო. ამჯერად ნეაპოლელებმა კვლავ განაახლეს ინტერესი მის მიმართ. ისინი მზად არიან განიხილონ ტრანსფერის პირობები „ბარსელონასთან", რომელსაც ეკუთვნის ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ ლენგლესს მოქმედი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2026 წლის ივნისამდეა ძალაში. 28 წლის მცველი ამ სეზონის ბოლომდე „ასტონ ვილაშია“ განათხოვრებული.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114467