ფეხბურთი

18:07 | 19.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: "კვარაცხელია და ოსიმენი უცხოპლანეტელები არ არიან და ჩავარდნაც ექნებათ"

უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ისინი არ არიან უცხოპლანეტელები და ნორმალურია, რომ ზოგჯერ ჩავარდნა აქვთ.

„როდესაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხარ, მხოლოდ ძლიერი გუნდები არიან, „ბარსელონაც“ საუკეთესოთა შორისაა, მაგრამ აღარ არის ისეთი დაუმარცხებელი, როგორც მესის დროს. თავის დროზე „ბარსელონასთან“ თამაში შეუძლებელი იყო, მაგრამ ახლა განსხვავებული მდგომარეობაა. ძლიერი გუნდია, მაგრამ „ნაპოლი“ შესანიშნავად თუ ითამაშებს, თავისი შანსი ექნება.

კვარაცხელია და ოსიმენი არასდროს უნდა შეიცვალონ, რადგან თუნდაც ჩავარდნა ჰქონდეთ, აქვთ თამაშის მოგების უნარები. შარშან მათი დუეტი შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ისინი არ არიან უცხოპლანეტელები და შეიძლება ჰქონდათ აღმასვლა და დაღმასვლა“, - თქვა როსიმ.

0.126939