ფეხბურთი

14:46 | 19.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

გავის არყოფნის კომპენსაცია - მოკლევადიანი იჯარა

„ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ თქვა, რომ კლუბი ნახევარმცველ გავის ხანგრძლივი არყოფნის გამო, სეზონის მეორე ნახევრისთვის ფეხბურთელის იჯარით აყვანას აპირებს. მაგალითად, ფუნქციონერმა 20 წლის წინათ ედგარ დავიდსის „იუვენტუსიდან“ ტრანსფერის მოიყვანა.

„თუ ჩვენ მოვახერხეთ ფინანსური სამართლიანი თამაშის მოთხოვნების დაკმაყოფილება, მაშინ იდეაა ვიპოვოთ ნახევარმცველი, რომელიც როგორმე აანაზღაურებს გავის არყოფნას. ეს იქნება იჯარა სეზონის ბოლომდე, როგორც ეს გავაკეთეთ მრავალი წლის წინათ დავიდსთან მიმართებაში - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 2003/2004 წლების სეზონის ნახევარი „ბარსელონაში“ „იუვენტუსიდან“ იჯარით გაატარა. ჯამში, დევიდსმა კატალონიელთა შემადგენლობაში 20 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის (3:1) 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, კატალონიელთა ნახევარმცველმა გავიმ მუხლის ჯვარედინი ლიგა და გვერდითი მენისკი დაიზიანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118368