ფეხბურთი

12:52 | 19.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

რიკელმე „ბოკა ხუნიორსის“ ახალ პრეზიდენტად აირჩიეს

ყოფილი არგენტინელი ნახევარმცველი ხუან რომან რიკელმე „ბოკა ხუნიორსის“ ახალი პრეზიდენტი გახდა. ყოფილ ფეხბურთელს ხმა 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა. 45 წლის რიკელმე ამ თანამდებობას 2027 წლამდე დაიკავებს.

კლუბის წევრების აქტივობამ 47 ათას ადამიანს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არგენტინის კლუბების არჩევნების მთელ ისტორიაში. მან შეადგინა ხმის მიცემის უფლების მქონეთა თითქმის 50% და 2019 წლის არჩევნებში აქტივობა დაახლოებით 9 ათასი ადამიანით გადააჭარბა. რიკელმეს ხმა ამომრჩეველთა 65,3%-მა მისცა.

კარიერის განმავლობაში რიკელმე თამაშობდა არგენტინულ „ბოკა ხუნიორსსა“ და „არხენტინოს ხუნიორსში,“ ასევე ესპანურ „ბარსელონასა“ და „ვილარეალში.“

არგენტინის ნაკრებში ხუან რომანმა 54 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 18 გოლი გაიტანა.

0.113716