წყალტუბოს „სამგურალს“ ახალ სეზონში მიხეილ აშვეთია გაწვრთნის. იმერული კლუბის ვებგვერდმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
„სამგურალი“ უკრაინელმა სპეციალისტმა ოლეკსანდრ პოკლონსკიმ დატოვა, რომელიც აშვეთიამ შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ის პარალელურად კლუბში სპორტული დირექტორიცაა.
მიხეილ აშვეთიას აქამდე ქუთაისის ,,ტორპედოს” მთავარ მწვრთნელად აქვს ნამუშევარი. 2021 წლიდან კი „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. გასული წლიდან ის კლუბის სპორტულ დირექტორად მუშაობს.