ფეხბურთი

0:36 | 19.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე ვმუშაობთ"

ბრატისლავის „სლოვანში“ შეიძლება გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდეს. სლოვაკური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაადასტურა, რომ ამ საკითხზე მუშაობენ.

ვაისს დეტალები არ გაუჟღერებია, მაგრამ მან ადგილობრივ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გიორგის დაბრუნება სურთ: „ჩაკვეტაძის დაბრუნებით დაინტერესებული ვართ, ამაზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა ვაისმა.

გიორგი ჩაკვეტაძე მიმდინარე სეზონის ბოლომდე „გენტს“ „უოტფორდში“ ჰყავს განათხოვრებული, სადაც დღემდე 16 მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ იყო.

ჩაკვეტაძემ „სლოვანში“ გასულ სეზონში 49 მატჩში თავი 1 გოლით და 9 საგოლე პასით გამოიჩინა. როგორც ჩანს, მას სეზონის მეორე ნახევარში უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112159