მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტი გაირკვა. „ფლუმინენსემ“ ნახევარფინალში ეგვიპტური „ალ-აჰლი“ დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა.
ლიბერტადორესის თასის ჩემპიონმა აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მეორე ტაიმში გატეხა ჯონ არიასის და ჯონ კენედის გოლებით. შედეგად ფინალში გავიდა, სადაც 22 დეკემბერს ითამაშებს.
მეორე ნახევარფინალში კი 19 დეკემბერს, „მანჩესტერ სიტი“ და იაპონური „ურავა რედ დაიმონდსი“ შეხვდებიან.