„მარსელის“ ელჩმა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჟან-პიერ პაპენმა 2023/2024 წლების სეზონის უეფას ევროპა ლიგის ფლეი ოფის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ „მარსელის“ მეტოქე ჩვენი აზაროვ-გოჩოლეიშვილის „შახტარი“ გახლავთ.
„შახტარი" მიჩვეულია ევროპის თასებზე თამაშს, ამ სეზონში მან „ბარსელონა" დაამარცხა, ამიტომ ორ რთულ მატჩს ველით", - ციტირებს პაპენის სიტყვებს RMC Sport.