ფეხბურთი

18:49 | 18.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიაში „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელის, კევინ დე ბრუინის სახლი გაძარცვეს

„მანჩესტერ სიტის“ 32 წლის ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის სახლი ბელგიაში შაბათს, 16 დეკემბერს გაძარცვეს. ინფორმაციას HLN ავრცელებს.

წყაროს ცნობით, უცნობი პირები ფეხბურთელის სახლში მაშინ შევიდნენ, როცა სახლში არავინ იყო. ამას პოლიცია ადასტურებს. ყაჩაღობის ნიშნები ფეხბურთელის მეუღლემ, მიშელ ლაკრუამ აღმოაჩინა.

„ქურდობა საღამოს 16-დან 21 საათამდე მოხდა. პოლიციას სწორედ ფეხბურთელის მეუღლე დაუკავშირდა. კრიმინალები კიბის გამოყენებით შევიდნენ პირველ სართულზე და მთელი სახლი გაჩხრიკეს. ყველაფერი თავდაყირა დგას, ასე რომ, ჯერ არ არის ბოლომდე გასაგები, რა წაიღეს. მაგრამ ერთი შეხედვით ჩანს, რომ ძირითადად ძვირფასეულობა მოიპარეს“, - ციტირებს პროკურატურას HLN.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინმა ამ სეზონის დასაწყისში ბარძაყის ტრავმა მიიღო. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს შესაძლოა სამიდან ოთხ თვემდე გამოეტოვა. თუმცა, ბელგიელი მოხვდა „მანჩესტერ სიტის“ განაცხადში ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მიმდინარე წლის 12-დან 22 დეკემბრამდე გაიმართება ჯედაში (საუდის არაბეთი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112048