„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, „ბარსელონასთან“ თამაში მომხიბლავი გამოწვევაა.
„კალიარისთან“ მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ ყველა გუნდი, რომელიც მერვედფინალში გავიდა, ძლიერია და ამიტომ, ნებისმიერი წყვილი რთული იქნება. „ბარსელონას“ წინააღმდეგ კი განსაკუთრებით რთული თამაში იქნება. „ნაპოლისთვის“ ეს მომხიბლავი გამოწვევა იქნება“, - თქვა მაძარიმ.
აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 13-14 და 20-21 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 5-6 და 12-13 მარტს გაიმართება. „ნაპოლი“ პირველ მატჩს შინ 21 თებერვალს ჩაატარებს, საპასუხოს კი სტუმრად 12 მარტს.
ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 2019-2020 წლების სეზონშიც შეხვდნენ, სადაც "ბარსელონამ" მოიგო ორი მატჩის ჯამში, შინ 3:1 და სტუმრად 1:1, ხოლო 2021-2022 წლების სეზონში ევროპა ლიგის 1/16-ფინალში "კამპ ნოუზე" მატჩი 1:1 დასრულდა, ნეაპოლში კი ესპანელებმა 4:2 გაიმარჯვეს და ისევ დაძლიეს "ნაპოლის" ბარიერი.