მილანის „ინტერი“ 2009/2010 წლების სეზონის შემდეგ პირველად გამართავს ოთხ მატჩს ესპანელ მეტოქეებთან ჩემპიონთა ლიგაზე. ამის შესახებ Opta Sport იუწყება. შეგახსენებთ, რომ ტურნირის 1/8 ფინალში იტალიელების მეტოქე მადრიდის „ატლეტიკოა.“ ჯგუურ ეტაპზე კი მილანელები „რეალ სოსიედადთან“ ერთად მოხვდნენ.
ჩემპიონთა ლიგის იმ სეზონში, „ინტერის“ მეტოქე ოთხივე მატჩში „ბარსელონა“ გახლდათ. მაშინ მილანელები ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
დღეს, 18 დეკემბერს, უეფას შტაბ-ბინაში, ნიონში (შვეიცარია) 2023/2024 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის 1/8 ფინალის წილისყრა გაიმართა.
შეგახსენებთ, მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 2024 წლის 13, 14, 20 და 21 თებერვალს გაიმართება, საპასუხოები კი 5, 6, 12 და 13 მარტს.
ტურნირის ფინალი 2024 წლის 1 ივნისს ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვუყურე მაგ ვიდეოს და ასო "რ" არ ისმოდა,ან რა ვიცი,იქნებ პროვოკატორ ბაბუ ფლორენტინოს გულისხმობდნენ)
რა მაგარი მეკარეც არ უნდა იყო, ყოველთვის ნაბო***ად დარჩები. ყველა გუნდში და ყველა თამაშში გეტყობა ხოლმე ეგ.