სტატისტიკურმა ინტერნეტპორტალმა Euro Club Index-მა, რომელიც აფასებს გუნდების ამჟამინდელ ფორმას და კონკრეტულ შეჯიბრში გამარჯვების შანსებს, 2023/2024 წლების სეზონში ევროპის ლიგის მოგების ფავორიტები დაასახელა.
ECI-ის გამოთვლებით, ტურნირის მოგების ყველაზე დიდი ალბათობა ინგლისურ „ლივერპულს“ (38%) აქვს. რეიტინგში მეორე ადგილზეა ლევერკუზენის „ბაიერი“ (12%). სამეულს იტალიური „მილანი“ ხურავს (7%).
ინგლისურ „ბრაიტონს“ (6%) და „ვესტ ჰემ იუნაიტედს" (5%), ასევე იტალიურ „ატალანტას" (5%) მოგების ოდნავ ნაკლები შანსი აქვთ ვიდრე „მილანს".