ფეხბურთი

16:54 | 18.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

დეკუ: "ნაპოლისთან" სანახაობრივი მატჩები იქნება, რადგან ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს"

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა დეკუმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან „ნაპოლისთან“ დაპირისპირებაზე განაცხადა, რომ „ბარსასთვის“ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება ფუნდამენტური იქნება.

„ვფიქრობ, ძალიან სანახაობრივი და საინტერესო მატჩები იქნება. ორივე გუნდს უყვარს შემტევი ფეხბურთის თამაში, კრეატიული და ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ. ამჟამად, ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ მჯერა, რომ როდესაც ისინი დაბრუნდებიან, უფრო გავძლიერდებით. ნაპოლის წინააღმდეგ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება ფუნდამენტური იქნება“, - თქვა დეკუმ.

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 13-14 და 20-21 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 5-6 და 12-13 მარტს გაიმართება. „ნაპოლი“ პირველ მატჩს შინ 21 თებერვალს ჩაატარებს, საპასუხოს კი სტუმრად 12 მარტს.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 2019-2020 წლების სეზონშიც შეხვდნენ, სადაც "ბარსელონამ" მოიგო ორი მატჩის ჯამში, შინ 3:1 და სტუმრად 1:1, ხოლო 2021-2022 წლების სეზონში ევროპა ლიგის 1/16-ფინალში "კამპ ნოუზე" მატჩი 1:1 დასრულდა, ნეაპოლში კი ესპანელებმა 4:2 გაიმარჯვეს და ისევ დაძლიეს "ნაპოლის" ბარიერი.

0.114862