ფეხბურთი

17:20 | 18.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე 1/16-ფინალში გუნდები დაწყვილდნენ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, კონფერენს ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

შედეგად, ევროპის რანგით მესამე ტურნირზე პლეი-ოფის პირველ ეტაპზე გუნდები დაწყვილდნენ. 1/16-ფინალში ოთარ კიტეიშვილის "შტურმს" გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას "სლოვანთან" დაპირისპირება მოუწევს, ხოლო გიორგი მიქაუტაძის "აიაქსის" მეტოქე ნორვეგიული "ბოდო გლიმტი" იქნება.

კონფერენს ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა:

"შტურმი" (ავსტრია) - "სლოვანი" (სლოვაკეთი)

"სერვეტი" (შვეიცარია) - "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი)

"სენ-ჟილი" (ბელგია) - "აინტრახტი" (გერმანია)

"ბეტისი" (ესპანეთი) - "დინამო ზაგრები" (ხორვატია)

"ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი) - "ფერენცვაროში" (უნგრეთი)

"აიაქსი" (ნიდერლანდები) - "ბოდო გლიმტი" (ნორვეგია)

"მიოლდე" (ნორვეგია) - "ლეგია" (პოლონეთი)

"მაკაბი ჰაიფა" (ისრაელი) - "გენტი" (ბელგია)

კონფერენს ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები 15 და 22 თებერვალს ჩატარდება. რაც შეეხება მერვედფინალურ ეტაპს, ის 7 და 14 მარტსაა დაგეგმილი.

0.133174