შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
შედეგად, ევროპის რანგით მეორე ტურნირზე პლეი-ოფის პირველ ეტაპზე გუნდები დაწყვილდნენ. ევროპა ლიგის ამ ეტაპზე ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბაღი" პორტუგალიურ "ბრაგას" შეხვდება, ხოლო ირაკლი აზაროვისა და გიორგი გოჩოლეიშვილის "შახტარი" ფრანგულ "მარსელთან" გაარკვევს ურთიერთობას.
ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა:
"ფეიენოორდი" (ნიდერლანდები) - "რომა" (იტალია)
"მილანი" (იტალია) - "რენი" (საფრანგეთი)
"ლანსი" (საფრანგეთი) - "ფრაიბურგი" (გერმანია)
"იანგ ბოიზი" (შვეიცარია) - "სპორტინგი" (პორტუგალია)
"ბენფიკა" (პორტუგალია) - "ტულუზა" (საფრანგეთი)
"ბრაგა" (პორტუგალია) - "ყარაბაღი" (აზერბაიჯანი)
"გალათასარაი" (თურქეთი) - "სპარტა" (ჩეხეთი)
"შახტარი" (უკრაინა) - "მარსელი" (საფრანგეთი)
ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები 15 და 22 თებერვალს ჩატარდება. რაც შეეხება მერვედფინალურ ეტაპს, ის 7 და 14 მარტსაა დაგეგმილი.