NBA-ში „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ბოსტონ სელტიქსთან“ 97:114 დამარცხდა. გოგა ბითაძის გუნდმა მეორე პერიოდი ჩააგდო, რომელიც 15 ქულით წააგო და საბოლოოდ, სიტუაციის გამოსწორება ვერ მოახერხა.
ბითაძემ პარკეტზე 26 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 4 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო კი არ უსვრია.
"ორლანდოში" პაოლო ბანკერომ 36 ქულით და 10 მოხსნით შესანიშნავი თამაში ჩაატარა, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. „ბოსტონში“ ჯეილენ ბრაუნმა 31 ქულა დააგროვა, ხოლო ჯეისონ ტეიტუმის აქტივში 23 ქულა და 8 მოხსნა იყო.
„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 16 მოგებით და 9 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 დეკემბერს, „მაიამი ჰიტს“ უმასპინძლებს.
„სან ანტონიო სპურსი“ საკუთარ მოედანზე „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ 110:146 დამარცხდა. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დიდი ანგარიშით წააგო.
სანდრო მამუკელაშვილმა მხოლოდ 8 წუთი ითამაშა, საკუთარ გუნდს კი 2 ქულით და 2 მოხსნით დაეხმარა. ქართველმა კალათბურთელმა 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა.
„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 4 მოგებით და 21 წაგებით ბოლო, მე-15 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 20 დეკემბერს, სტუმრად „მილუოკი ბაქსთან“ ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კორბენ, კონგო და ესვატინი (ყოფილი სვაზილენდი) გამოგრჩა, სვაზებმა წყევლა იციან, მტრისას
ასე მგონია, რომ ჩვენ ქართველებს აფრიკელი შამანები გვწყევლიან

თან ყველანი ერთად - სენეგალელები, კამერუნელები, გვინეაბისაუელები. პიგმეები, ზულუსები, მასაები )))
აი ასე, ჩვევად აქვთ - სანამ დაიძინებენ კოლექტიურად მოგვაწყევლიან ხოლმე და მერე ხვრინვას ამოუშვებენ
აბა რატომ ვართ ასე ტოტალურად ჩადჟმულები ყველგან და ყველაფერში ?