ფეხბურთი

1:36 | 18.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" "იუვენტუსს" 4 ქულით გაექცა

სერია A-ში „ინტერმა“ „იუვენტუსის“ წაფორხილებით ისარგებლა და უპირატესობა გაზარდა.

სიმონე ინძაგის გუნდი ისედაც გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში და ახლა, როცა სხვაობა 4 ქულა გახდა, კიდევ უფრო თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი „ნერაძურის“ ხელშია.

„ინტერმა“ მე-16 ტურში სტუმრად „ლაციოს“ მოუგო, დამაჯერებლად - 2:0. პირველი ტაიმის ბოლოს ადამ მარუშიჩის უხეში შეცდომა ლაუტარო მარტინესმა შეირგო და ანგარიში გახსნა, ხოლო 66-ე წუთზე მარკუს ტურამმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მშვიდი 2:0 მილანელთა სასარგებლოდ.

„ნერაძური“ მიმდინარე სეზონში განსაკუთრებით შთამბეჭდავია სტუმრად, სადაც 8-დან 7 მატჩი მოიგო და მხოლოდ ტურინში, „იუვესთან“ ვერ მოიგო (1:1). 16 ტურის შემდეგ „ინტერს“ 41 ქულა აქვს და „იუვენტუსს“ 4 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111787