გერმანიის II ბუნდესლიგის მე-17 „კარლსრუემ“ „ელვესბერგს“ უმასპინძლა, რომელიც 3:2 დაამარცხა, ბუდუ ზივზივაძემ კი გოლი გაიტანა.
ქართველი ზედიზედ მეორედ იყო ძირითად შემადგენლობაში და თავის გამოჩენა მე-17 წუთზე მოახერხა. ბუდუმ დიდებულად იმოქმედა, ჯერ პასი მიიღო და მერე შემობრუნებით მეკარეს აუღებელი დაურტყა.
ეს ბუდუს მეოთხე გოლია ბოლო ოთხ მატჩში, მიმდინარე სეზონში კი 5 გოლი აქვს გატანილი. ქართველმა მასპინძელთა მესამე გოლშიც მიიღო მონაწილეობა, როცა მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი მატანოვიჩმა გაიტანა. ზივზივაძე 78-ე წუთზე შეცვალეს.
„კარლსრუემ“ 3:2 გაიმარჯვა, რის შედეგადაც 21 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 19 იანვარს, შინ „ოსნაბრუკთან“ ჩაატარებს.