ფეხბურთი

11:31 | 17.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ბარახა: "მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და თამაშში დაგვტოვა"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ „ბარსელონასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ლოგიკურია, რომ მეტოქეს საგოლე მომენტები ჰქონდა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა.

„ბარსელონას“ ჰქონდა შანსები, მაგრამ მამარდაშვილი ბრწყინვალე იყო, მან შესანიშნავად ითამაშა და თამაშში დაგვტოვა. ლოგიკურია, რომ „ბარსას“ საგოლე მომენტები ჰქონდა, მაგრამ კარგი ის არის, რომ სწრაფად გავათანაბრეთ. ბიჭებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს და სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო“, - აღნიშნა ბარახამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 22 გოლი აქვს გაშვებული, კარის მშრალად შენახვა კი ხუთჯერ მოახერხა. „ვალენსია“ 20 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 19 დეკემბერს, სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121208