სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

12:50 | 17.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: მამარდაშვილი საუკეთესო კიდევ ერთხელ იყო

ესპანურმა მედიამ „ბარსელონას“ წინააღმდეგ „ვალენსიას“ რიგებში გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია, რაც გასაკვირი არაა. ქართველმა მეკარემ „ლოს ჩე“ 7-ჯერ გადაარჩინა და ქულის მოპოვებაში (1:1) დიდი წვლილი შეიტანა.

AS: „კიდევ ერთხელ მატჩის გმირი. მან ეფექტური სეივებით „ვალენსია“ წაგებისგან გადაარჩინა“.

Eldesmarque: „მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონა“ მეტოქის კარს არაერთხელ დაემუქრა, ქართველმა მეკარემ ყველა შეტევა მოიგერია. მეორე ტაიმში გაუტანეს, მაგრამ ოთხჯერ სეივიც მიითვალა“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 22 გოლი აქვს გაშვებული, კარის მშრალად შენახვა კი ხუთჯერ მოახერხა. „ვალენსია“ 20 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 19 დეკემბერს, სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.110535