ფეხბურთი

10:59 | 17.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

49 მატჩში 17 გოლი და 13 პასი: კვარაცხელია მხოლოდ ბერარდის და პატოს უკან

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში საწყის 49 მატჩში 30 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა.

როგორც Opta იტყობინება, 2004 წლიდან, რაც ამ სტატისტიკას ითვლიან, კვარაცხელიაზე ახალგაზრდულ ასაკში ნაკლები თამაშის ჩატარება 30 ან მეტ გოლში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ორ ფეხბურთელს დასჭირდა: დომენიკო ბერარდიმ 42 შეხვედრაში 31 გოლში მიიღო მონაწილეობა და ალეშანდრო პატომ კი 30 გოლში მონაწილეობა 45 თამაშში მიიღო.

დღემდე კვარაცხელიამ სერია A-ში ჩატარებულ 49 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.

0.113188