ფეხბურთი

13:43 | 17.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

გრასრუტი მოყვარულთა ლიგის გამარჯვებულია

16 დეკემბერს, ხაშურში, მოყვარულთა ლიგის 2023 წლის სეზონის ფინალური მატჩი გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრაში, თბილისის გრასრუტმა ხობის ჭალეს ბოჭორმელის, კობახიძის, კიკნაძის და მაკარაძის გოლებით 4:0 სძლია.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მონაწილე გუნდებს მედლები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს მოყვარულთა ლიგის თასი სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გადასცა. დაჯილდოებაში ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღო სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ბერდია ჯიბლაძემ.

2023 წლის სეზონის გამარჯვებული დავით ყიფიანის თასის 2024 წლის გათამაშებაში და ზაფხულში გასამართ UEFA Regions Cup-ზე მიიღებს მონაწილეობას.

GFF.GE

0.118053