ფეხბურთი

2:05 | 17.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილმა "ბარსელონასთან" გაიბრწყინა და "ვალენსიას" ქულა მოაპოვებინა (+VIDEO)

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-17 ტურში „ვალენსიამ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა.

რუბენ ბარახას გუნდმა ქულა რომ მოიპოვა, ამაში ყველაზე დიდი წვლილი გიორგი მამარდაშვილს მიუძღვის, რომელმაც დიდებული თამაში ჩაატარა. ქართველმა მეკარემ არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი და საბოლოოდ 7 სეივი მიითვალა.

7 მოგერიებიდან რამდენიმე განსაკუთრებით რთული და ეფექტური იყო. ქართველი კიპერი მხოლოდ ერთხელ ვერ გახდა ვერაფერს, როდესაც 55-ე წუთზე ჟოაო ფელიქსმა გაუტანა, თუმცა ეს გოლი მთლიანად დაცვის სინდისზეა, რადგან პორტუგალიელმა პრაქტიკულად ცარიელ კარში გაიტანა.

„ვალენსიამ“ ქულა უგო გილამონის გოლით მოიპოვა, რომელმაც ანგარიში 70-ე წუთზე გაათანაბრა და მატჩიც ასე დასრულდა - 1:1.

გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 22 გოლი აქვს გაშვებული, კარის მშრალად შენახვა კი ხუთჯერ მოახერხა. „ვალენსია“ 20 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 19 დეკემბერს, სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდება.

0.123546