იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ მოულოდნელად საკუთარ მოედანზე „ვენეციასთან“ წააგო. მატჩის ბედი ოვერ-ტაიმში გადაწყდა და საბოლოოდ, სტუმრებმა 85:84 გაიმარჯვეს.
თორნიკე შენგელიამ 33 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 10-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია.
„ვირტუს ბოლონიამ“ სერია A-ში ზედიზედ მეორედ წააგო, რის შედეგადაც 8 გამარჯვებით და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციამდე ჩამოქვეითდა, მომდევნო ტურში კი 23 დეკემბერს, „პისტოიას“ ესტუმრება.