კალათბურთი

1:28 | 17.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტენერიფემ" ლიგა ენდესაში მოიგო, შერმადინს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-14 ტურში „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად „მანრესას“ დაუპირისპირდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 76:73 დაამარცხა.

კანარიელები უპირატესობას ფლობდნენ და ბოლო პერიოდი 7 ქულით რომ არ წაეგოთ, უფრო დამაჯერებლად მოიგებდნენ.

გიორგი შერმადინმა 26:12 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, შედეგად, ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

„ლენოვო ტენერიფე“ 7 მოგებით და 7 წაგებით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 22 დეკემბერს, „სარაგოსას“ უმასპინძლებს.

0.118721