შაბათს, 16 დეკემბერს, მადრიდის „ატლეტიკო“ ესპანური პრიმერას მე-17 ტურის მატჩში სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკთან“ დამარცხდა - 0:2. ამრიგად, დიეგო სიმეონეს გუნდმა ლიგის ბოლო ექვს მატჩში სამჯერ წააგო.
დამარცხებების სერიამდე, ბოლოს „ატლეტიკომ“ პრიმერას მატჩში სექტემბრის შუა რიცხვებში წააგო. მაშინ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ გაანადგურა მადრიდელები - 3:0.
ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ექვს მატჩში „ატლეტიკომ“ სამჯერ მოიგო „ვილიარეალთან“ (3:1), „მალიორკასთან“ (1:0), „ალმერიასთან“ (2:1) და სამჯერ დამარცხდა „ლას პალმასთან“ (1:2). „ბარსელონასთან“ (0:1) და „ატლეტიკთან“ (0:2).
ამ დროისთვის, სიმეონეს შეგირდები ჩემპიონატში მესამე ადგილზე დგანან და ლიდერ „ჟირონას“ შვიდი ქულით ჩამორჩებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეგეთი კაცი გვინდა მანჩესტერში
პიოლმა დაამტკიცა რომ ერთერთი საუკეთესო ტაქტიკოსია
იუვესაც აკლია სტაბილურობა
წელს მშვენივრათ გამოიყურება მილანი, ერთი თამაში ჩაუვარდათ ინტერთან