19:48 | 16.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

თურქმა მსაჯებმა წამოაყენეს მოთხოვნები, რის შემდეგაც ისინი მოედანს დაუბრუნდებიან

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯებმა შვიდი მოთხოვნის სია შეადგინეს, რის შემდეგაც ისინი საფეხბურთო მოედანს დაუბრუნდებიან - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი იაგიზ საბუნჯიოღლუ.

შეგახსენებთ, რომ მსაჯებმა თურქეთის ჩემპიონატის მატჩებს ბოიკოტი გამოუცხადეს სუპერლიგის ფარგლებში „ანკარაგიუჯუსა“ და „რიზესფორის“ თამაშის (1:1) შემდეგ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც „ანკარაგიუჯუს“ პრეზიდენტმა ფარუკ კოჩამ მსაჯი ჰალილ უმუტ მელერი სცემა..

შეგახსენებთ, რომ მანამდე თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოჩას ფეხბურთში უვადოდ აეკრძალა საქმიანობა. გარდა ამისა, „ანკარაგიუჯუს“ მოუწევს 69 ათასი დოლარის (63 ათასი ევრო) გადახდა და ხუთი საშინაო მატჩის ჩატარება გულშემატკივრების გარეშე. კოჩას ასევე ემუქრება სასამართლო პროცესი საჯარო მოხელისთვის სხეულის დაზიანების ბრალდებით.

0.110913