ფეხბურთი

17:00 | 16.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "როდესაც მეტოქის მოკვლის შანსი გაქვს, უნდა მოკლა"

ტურინის „იუვენტუსის“ მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ჯენოასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, VAR-ი იტალიაში სუბიექტურია, ყველა მატჩში ყველა მომენტი ერთნაირად არ ფასდება და ეს პრობლემაა.

„გუნდმა კარგად ითამაშა, რაც იოლი არ იყო ასეთი „ჯენოას“ წინააღმდეგ. უნდა გავიზარდოთ, რადგან ქულების დასაგროვებლად საჭიროა უფრო ეფექტიანად თამაში. როცა მეტოქის მოკვლის შანსი გაქვს, უნდა მოკლა - საგოლე მომენტებს გამოყენება სჭირდება.

მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ, დაუმარცხებელი სერია გავაგრძელეთ და ახლა „ფროზინონესთან“ მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. არდანიშნული პენალტი და მალინოვსკისთვის არმიცემული წითელი ბარათი? მსაჯმა კარგად იმუშავა, ჩვენ მსაჯზე არ ვწუწუნებთ, მაგრამ VAR-ი ობიექტური უნდა იყოს, როდესაც VAR-ი სუბიექტურია, გამოდის, რომ ეს პრობლემაა“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 16 მატჩში მოპოვებული 37 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 23 დეკემბერს, სტუმრად „ფროზინონესთან“ ჩაატარებს.

0.116606