იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ „სკუადრა აძურასთან“ დაპირისპირებით არც ერთი მეტოქე გახარებული არ იქნება.
„ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ და სხვები არ გვაინტერესებს. მჯერა ჩემი ბიჭების და მათ უნდა სჯეროდეთ საკუთარი თავის. ამ დროშის ქვეშ თამაშის გამო უკან დახევის უფლება არასდროს გვაქვს. არც ერთი ჩვენი მეტოქე ჩვენთან შეხვედრით ბედნიერი არ იქნება, ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენი მოვალეობაა.
„ნაპოლისთან“ ერთად სკუდეტო? ამაყი ვარ. გამარჯვების გარდა, იქ თავი საზოგადოების ნაწილად ვიგრძენი. მე ვიყავი მათი ყველა ემოციის მონაწილე. ჩემთვის სიხარული იყო ქალაქის სიხარული, ჭეშმარიტი ბედნიერება ჩვენში კი არ ცხოვრობს, არამედ ისაა, რომ როდესაც სხვა ადამიანებს აბედნიერებ.
რატომ წავედი „ნაპოლიდან“? მეც ვწუხვარ, მაგრამ მინდოდა შემენარჩუნებინა ის მშვენიერება, რაც გულში მქონდა და მაშინვე ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამეყენებინა“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, ხორვატიის და ალბანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.