კალათბურთი

12:59 | 16.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის მორიგი შესანიშნავი მატჩი და ორმაგი დუბლი "ბოსტონ სელტიკსთან" (+VIDEO)

გოგა ბითაძემ მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ქართველი ცენტრის გუნდი NBA-ის რეგულარული ჩემპიონატში "სელტიქსთან" 111:128 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მიმდინარე სეზონში მისთვის სარეკორდო 15 ქულა მიითვალა, რასაც 11 მოხსნა მოაყოლა და მისთვის სეზონის მე-3 ორმაგი დუბლი გაიფორმა.

აღსანიშნავია, რომ 15 მოხსნა და 11 ქულა ბითაძემ 16 ნოემბერსაც მოაგროვა, როცა "ორლანდომ" დაძაბულ ბრძოლაში "ჩიკაგო ბულსი" 96:94 დაამარცხა. ამჯერად ორლანდოელებმა წააგეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეტოქე აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი "ბოსტონი" იყო.

ბითაძემ 26 წუთი ითამაშა. მან 8-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. გოგამ მატჩში ყველაზე მეტი 11 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე) მიითვალა. ცუდი ისაა, რომ ბურთი 4-ჯერ დაკარგა და დაფარება არ ჰქონია. მის ანგარიშზე იყო ერთი შედეგიანი გადაცემაც.

ორლანდოს სასტარტოებიდან ყველამ ქულები 10 და 20-ს შორის მიითვალეს. რომელთაგან ყველაზე მეტი – 19 ჯალენ საგსს ჰქონდა, ხოლო ყველაზე ნაკლები, 13, ენტონი ბლექს. სწორედ საგსმა და ბითაძემ ჩააგდეს ორლანდოელთაგან თამაშიდან ყველაზე მეტი – 7-7 ბურთი.

16 მოგებითა და 8 მარცხით ორლანდომ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე ჩაინაცვლა. მორიგ მატჩს ორლანდო 18 დეკემბერს, ისევ ბოსტონში გამართავს.

8-მატჩიანი მოუგებელი სერია „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ შეწყვიტა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“. ტეხასელებმა შინ 125:115 გაიმარჯვეს.

მამუმ 2 წუთი ითამაშა და ერთი სამქულიანი ჩააგდო. 36 ქულით შეუჩერებელი იყო მისი თანაგუნდელი ვასელი. „ლეიკერსში“ 23 ქულითა და 14 პასით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა.

0.116808