ფეხბურთი

22:00 | 15.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია ერთი წლის წინ იმ გოლს გაიტანდა, რომელიც "იუვესთან" ვერ გაიტანა"

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო პიკიონიმ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ყოველთვის რთულია ერთ დონეზე სტაბილურად თამაში, რისი მაგალითიც კვარაცხელიაა.

„კვარაცხელიას ამბავი შესანიშნავად განასახიერებს „ნაპოლის“ ორ სეზონს. გასულ სეზონში ის იყო დიდი აღმოჩენა და სკუდეტოს გმირი, ახლა კი, თვითონაც ხედავს, თუ რამდენად რთულია იმის გამეორება, რაც თავად გააკეთა. ყოველთვის 100%-ით მზადყოფნა შეუძლებელია. ამ ბიჭმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რა გააკეთა შარშან. ერთი წლის წინ კვარა იმ მომენტს ხელიდან არ გაუშვებდა, რაც „იუვენტუსთან“ გაუშვა“, - თქვა პაკიონიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

0.119322