„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი კარიერას ფრანკფურტის „აინტრახტში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
კლუბებს შორის შეთანხმება შედგა, რომლის საფუძველზე 26 წლის ფეხბურთელი გერმანულ გუნდს იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება.
დონი ვან დე ბეეკი „მანჩესტერმა“ 2020 წელს „აიაქსიდან“ შეიძინა, მაგრამ ინგლისში ფეხი ვერ მოიკიდა და 62 მატჩში 2 გოლი გაიტანა. გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით მან „ევერტონში“ გაატარა, სადაც ასევე ვერ შეძლო თავის გამოჩენა.