იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის სანამ „სკუადრა აძურას“ ჩაიბარებდა, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში წასვლა შეეძლო, მაგრამ დიდ ფულზე უარი თქვა.
როგორც სპალეტიმ აღნიშნა, არაბეთში არ არის ფეხბურთი, რომელიც მას მოსწონს:
„იტალია შორიდან ვნახე, როცა „ზენიტის“ მწვრთნელი ვიყავი. შეიძლებოდა ახლაც იგივე მომხდარიყო, რადგან „ნაპოლიში“ საოცარი წლების მერე მივიღე შემოთავაზებები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ასევე სხვა ჩემპიონატებიდან, რაშიც ძალიან კარგ ხელფასს მთავაზობდნენ, მაგრამ ფეხბურთი იქ არ მომწონს. ამის შემდეგ მოვიდა შეთავაზება იტალიის ნაკრებიდან და ჩემი ოცნებები ახდა“, - აღნიშნა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ ზაფხულში იტალიის ნაკრები ჩაიბარა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს.