მილანის „ინტერმა“ შესაძლოა „ლილის“ ნიჭიერი მცველი ტიაგო ჯალო დაიმატოს. როგორც იტალიური მედია წერს, ტრანსფერი შეიძლება იანვარში განხორციელდეს.
საქმე ისაა, რომ ხუან კუადრადოს სავარაუდოდ ოპერაცია დასჭირდება, რის გამოც მინიმუმ 3 თვე ვერ ითამაშებს, სიმონე ინძაგის კი მისი შემცვლელი სჭირდება.
ჯალო 2019 წელს „მილანიც“ ირიცხებოდა, მაგრამ შემდეგ „ლილში“ გადავიდა, სადაც დღემდე 78 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.