ფეხბურთი

18:11 | 15.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე თურქეთის 17-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა და მეორე ამხანაგურ მატჩში მეტოქეს - 2:1 სძლია.

გიორგი ჩიტაურის გუნდი, მეათე წუთიდან მატჩს მინიმალური სხვაობით აგებდა, თუმცა მეორე ნახევარში ნიკოლოზ ჩიქოვანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი - გიგი გლუნჩაძემ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

მეორე გოლი, მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე თავად ნიკოლოზ ჩიქოვანმა გაიტანა, რომელმაც რეზი დანელიას პასის შემდეგ, საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა და 17-წლამდე ნაკრები დააწინაურა - 2:1.

0.122682