ფეხბურთი

13:00 | 15.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მე-100 წუთზე გატანილი "რენის" გოლი იშვიათი მიზეზით გააუქმეს (+VIDEO)

ევროპა ლიგის ბოლო ტურში „რენის“ და „ვილიარეალის“ მატჩი გაიმართა, რომლის ბოლო წუთზე ძალიან საინტერესო რამ მოხდა.

მე-100 წუთზე „რენის“ ფეხბურთელმა ლი ფიმ ჯარიმა დაარტყა, რომელიც ხარიხას მოხვდა, შეტევა გაგრძელდა და ფრანგებმა გოლი გაიტანეს, რითაც ანგარიში გაათანაბრეს - 3:3. მსაჯმა გოლი ჩათვალა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გააუქმა.

საქმე ისაა, რომ ხარიხიდან ასხლეტილ ბურთს პირველი ისევ ლი ფი შეეხო, რომელმაც ჯარიმა დაარტყა და ეს წესებით აკრძალულია. შეტევა სწორედ ამის წყალობით გაგრძელდა და გოლიც გაუქმდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ასეთ მომენტს იშვიათად ნახავთ, მით უფრო ჯარიმის დარტყმის მომენტში.

„ვილიარეალმა“ 3:2 მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, „რენს“ მეორე ადგილი ერგო, არადა, ფრის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იქნებოდა. მოგეხსენებათ, პირველადგილოსანი პირდაპირ გავიდა მერვედფინალში, მეორეადგილოსანი კი 1/16-ფინალში ითამაშებს. ამიტომაც, ეს გაუქმებული გოლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო.

0.122657