ფეხბურთი

1:59 | 15.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე პლეი-ოფის ყველა მონაწილე ცნობილია

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, რის შედეგადაც გაირკვა ყველა გუნდის ვინაობა, რომლებიც პლეი-ოფში ითამაშებენ.

თითოეული ჯგუფის პირველადგილოსანი მერვედფინალში ავტომატურად გავიდა, ხოლო მეორეადგილოსნები 1/16-ფინალში ითამაშებენ, სადაც დაპირისპირება ევროპა ლიგიდან გადმორთულ გუნდებთან მოუწევთ.

კონფერენს ლიგის მერვედფინალში ითამაშებენ

ლილი (საფრანგეთი), მაკაბი თელ ავივი (ისრაელი), პლზენი (ჩეხეთი), ბრიუგე (ბელგია), ასტონ ვილა (ინგლისი), ფიორენტინა (იტალია), პაოკ (საბერძნეთი), ფენერბაჰჩე (თურქეთი)

კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში ითამაშებენ

სლოვანი (სლოვაკეთი), გენტი (ბელგია), დინამო ზაგრები (ხორვატია), ბოდო გლიმტი (ნორვეგია), ლეგია (პოლონეთი), ფერენცვაროში (უნგრეთი), აინტრახტი (გერმანია), ლუდოგორეცი (ბულგარეთი)

კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში ევროპა ლიგიდან გადმოსული გუნდები ითამაშებენ, რომლებსაც დაპირისპირება ზემოხსენებულ გუნდებთან მოუწევთ

ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), აიაქსი (ნიდერლანდები), ბეტისი (ესპანეთი), შტურმი (ავსტრია), უნიონ სენ-ჟილი (ბელგია), მაკაბი ჰაიფა (ისრაელი), სერვეტი (შვეიცარია), მიოლდე (ნორვეგია)

კონფერენს ლიგის 1/16-ფინალის წილისყრა 18 დეკემბერს გაიმართება, ხოლო მატჩები 15 და 22 თებერვალს ჩატარდება. რაც შეეხება მერვედფინალურ ეტაპს, ის 7 და 14 მარტსაა დაგეგმილი.

0.12997