კალათბურთი

11:48 | 15.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

14 და 18 წლამდელთა B და C დივიზიონის გუნდები წილისყრამ დააჯგუფა

16 დეკემბერს სტარტს აიღებს 18-წლამდელთა B ლიგა (დივიზიონი), რის შემდეგაც მიჰყვება და ახალ წლამდე იგივე ასაკის C ლიგა და 14-წლამდელთა B და C ლიგები დაიწყება. ჩვენ კი აქ თქვენს ყურადღებას აღნიშნული ჩემპიონატების გათამაშების სისტემაზე გავამახვილებთ.

მანამდე კი აღვნიშნავთ, რომ ოთხივე ლიგის წილისყრა ოლიმპიურ სასახლეში, ონლაინ რეჟიმში გაიმართა. წილისყრა სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა და მისმა თანაშემწეებმა ჩაატარეს, რისი ონლაინ ტრანსლირება მონაწილე გუნდებისთვის ონლაინ-რეჟიმში განხორციელდა.

18-წლამდელთა B ლიგაში სტანდარტულად, როგორც ყველა ასაკის ამ კატეგორიის ლიგაში, 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ეს არიან გუნდები, რომლებმაც საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად მოიპოვეს B ლიგაში ადგილი, ნაწილი კი A ლიგიდან დაქვეითდა.

24 ნაკრები 6 ჯგუფში გადანაწილდა. თითო ჯგუფში 4 გუნდია და ისინი რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში 2 წრედ ითამაშებენ. პლეი ოფში თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა (12 გუნდი), რომლებსაც 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი შეუერთდება და 16 გუნდი საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებს.

ანალოგიური გათამაშების ფორმატი იქნება 14-წლამდელთა B ლიგაშიც, სადაც ასევე 24 გუნდი მონაწილეობს და 4 ექვსგუნდიანი ჯგუფია შექმნილი.

რაც შეეხება 14-წლამდელთა C ლიგას, აქ ყველაზე მეტი – 70 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 10 ჯგუფში გადანაწილდნენ. რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში ჯგუფებში გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და შემდეგ ეტაპზე, ანუ მერვედფინალში 16 საუკეთესო გავა: 10 პირველადგილოსანი და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი.

დაბოლოს 18-წლამდელთა C ლიგა, რომელიც აქ ჩამოთვლილი ტურნირებიდან იმით განსხვავდება, რომ პლეი ოფში 8 გუნდი გადის. ამის მიზეზი მონაწილეთა სიმცირეა. ტურნირში 22 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 6 ჯგუფში არიან განაწილებულნი. მეოთხედფინალში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული (6 გუნდი) გავა, რომლებსაც 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი დაემატება.

GBF.GE

0.118584