იტალიელმა მწვრთნელმა ჯან პიერო ვენტურამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა აღნიშნა, ქართველ ფეხბურთელს სიმშვიდე სჭირდება და მას მარცხენა მცველის დაბრუნებაც დაეხმარება.
„ცოტა სიმშვიდე სჭირდება. შორიდანაც ჩანს, რომ ყველა ეპიზოდში განსაკუთრებულად თამაშს და გოლის გატანას ცდილობს. ცოტა სიმშვიდით და მარცხენა ფლანგზე მარიო რუის დაბრუნებით კვარასთვისაც ყველაფერი უკეთესობისკენ წავა“, - თქვა ვენტურამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 16 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „კალიარისთან“ გამართავს.