იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ევროპის ჩემპიონატის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, სირთულის მიუხედავად, „სკუადრა აძურა“ ვალდებულია ევრო 2024-ზე მოსაგებად ითამაშოს.
„ადვილი ჯგუფი არ გვაქვს და არ არსებობს, მაგრამ მეტოქეების თვალით თუ შევხედავთ, კიდევ უფრო რთულია, როდესაც მე-4 კალათიდან იტალიის დონის მეტოქე გერგება. ისტორია გვაქვს და იტალიისთვის შესაფერისად უნდა ვითამაშოთ, მოქმედი ჩემპიონები ვართ და ჩვენი მოვალეობაა გამარჯვებისთვის ვითამაშოთ“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა, სადაც ესპანეთის, ხორვატიის და ალბანეთის ნაკრებებს შეხვდება. იტალია მოქმედი ევროპის ჩემპიონია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯამა მაგარია კალა კობი ყაველა გადამგდები
არაკომპეტენტური