აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-17 ტურში „კაპაზი“ შინ „სუმგაითს“ დაუზავდა (1:1), გიორგი პაპუნაშვილმა კი ზედიზედ მეორედ შეძლო გოლის გატანა.
ქართველმა შემტევმა წინა ტურში დუბლი შეასრულა, ამჯერად კი ერთ გოლს დასჯერდა. პაპუნაშვილმა ანგარიში 43-ე წუთზე გაათანაბრა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ მას საგოლე პასი მათე კვირკვიამ გაუკეთა.
პაპუნაშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. „კაპაზი“ 14 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო ტურში 24 დეკემბერს, „ნეფთჩის“ ესტუმრება.