ფეხბურთი

20:16 | 14.12.2023 | ნანახია 272 - ჯერ

ერმოსო, რომელსაც ესპანეთის ფედერაციის ხელმძღვანელმა აკოცა, წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის წოდებაზეა წარდგენილი

ფიფას 2023 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ჯილდოს სამი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. ჯილდოზე წარდგენილი იქნებიან „ბარსელონას“ ნახევარმცველი აიტანა ბონმატი, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ლინდა კაისედო და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ჯენიფერ ერმოსო.

30 ოქტომბერს „ბარსელონას“ ნახევარმცველმა, აიტანა ბონმატიმ 2023 წლის ქალთა „ოქროს ბურთი“ მოიგო. მიმდინარე სეზონში 25 წლის ესპანელმა „ბარსელონას“ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც რვა ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

18 წლის კოლუმბიელმა კაისედომ „რეალის" შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

33 წლის ერმოსომ, რომელიც „პაჩუკაში“ თამაშობს, მექსიკის ჩემპიონატში ცხრა თამაში ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

ჯილდოს გამარჯვებული 2024 წლის 15 იანვარს ლონდონში გასამართ ცერემონიაზე გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალთა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. გუნდის მოთამაშეებისთვის ოქროს მედლების გადაცემისას ჩინოვნიკმა ლუის რუბიალესმა ჯენიფერ ერმოსოს ტუჩებში აკოცა.

ამ ინციდენტის შემდეგ ფეხბურთის ფუნქციონერი საზოგადოების კრიტიკის ქვეშ მოექცა. უფრო მეტიც, ის იძულებული გახდა გადამდგარიყო ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან, ხოლო ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა რუბიალესი საფეხბურთო საქმიანობას სამი წლით ჩამოეშორებინა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:08 | 18.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ამის გამოა წარდგენილი თუ თავისი კატიერის

04:08 | 18.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

კარიერის გამო

0.12574