ფეხბურთი

17:59 | 14.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ და მადრიდის „ატლეტიკო“ გრინვუდს აკვირდებიან

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი მეისონ გრინვუდი შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ტოპ კლუბში გადავიდეს - გვამცნობს talkSPORT.

„წითელი ეშმაკების" 22 წლის ფეხბურთელს „ბარსელონას" და „ატლეტიკოს" სკაუტები აქტიურად ადევნებენ თვალს. უახლოეს მომავალში ორივე კლუბმა შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეთავაზებით მიმართოს. აღსანიშნავია, რომ ინგლისელი ფორვარდის შესაძენად იბრძვის „ხეტაფეც".

ამ სეზონში გრინვუდი იჯარით თამაშობს „ხეტაფეში.“ ფორვარდმა ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2025 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.

0.127334