ფეხბურთი

17:25 | 14.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი „უნიონთან“ მატჩზე: „მნიშვნელოვანია ისეთი შემადგენლობის პოვნა, რომელიც მოსაგებად იბრძოლებს“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში ბელგიურ „უნიონთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„რამდენჯერმე აღმოვჩნდით ისეთ სიტუაციაში, როდესაც უკვე კვალიფიკაციის მქონეთ, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი უნდა გვეთამაშა. სამწუხაროდ, არც ისე ხშირად მომხდარა ასე, რადგან, როგორც წესი, დიდი ბრძოლა გვიწევს ხოლმე ბოლო მატჩებამდე.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი შემადგენლობის პოვნა, რომელსაც ნამდვილად შეეძლება თამაშში ბრძოლა, ყველაფრის ჩადება, რადგან ეს არის სამუშაო, რომელიც უნდა გაკეთდეს. ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში ვართ, ახლა მონდომების ჯერია.

ვფიქრობ, შევძლებთ იმ შემადგენლობის არჩევას, რომელიც საბრძოლველად განწყობილი გავა მინდორზე, რადგან არასოდეს იცი, რა მოხდება.

ჩემი აზრით, ის შემადგენლობა, რომელიც დღეს ვარჯიშზე გამოვიყენეთ, ნიშნავს, რომ გამოცდილებისა და ახალგაზრდობის კარგი ნაზავი გვეყოლება“, - ციტირებს კლოპის სიტყვებს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

ხუთი ტურის შემდეგ „ლივერპული“ E ჯგუფში 12 ქულით პირველ ადგილზეა 8 ქულა აქვს ფრანგულ „ტულუზას.“ 5 – „უნიონს“ და 3 - ავსტრიულ ლასკს.

„როიალ უნიონისა“ და „ლივერპულის“ მატჩი დღეს, 14 დეკემბერს გაიმართება ბრიუსელის „ლოტო პრკის“ სტადიონზე და თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115366